ჩინეთში, 6 თვის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

22 ნოემბერი 2022, 11:09 1037 ნახვა

ჩინეთში, 6 თვის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულის პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვიც იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "BBC" ავრცელებს. 

"BBC"-ის ინფორმაციით, შაბათის შემდეგ პეკინში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, გასული დღის განმავლობაში კი, ჩინეთში ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.

პეკინი, სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ისევ ჩაკეტილია. ეპიდვითარების გაუარესების გამო კი პარკები და მუზეუმები დაიხურა.  ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტეს. მათ კი, ვინც დედაქალაქში მიემგზავრებიან, სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტის ჩატარება მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი