დღეს კარდიფში „ბორჯღალოსნები“ უელს დაუპირისპირდებიან

19 ნოემბერი 2022, 10:35 550 ნახვა

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ნოემბრის ტესტების მესამე მატჩს კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გუნდში ორი ცვლილებაა.

სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და უელსთან თამაშს გამოტოვებს აკა ტაბუცაძე, მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე ითამაშებს. 

მესამე ხაზში – შერკინების შემკვრელად თორნიკე ჯალაღონია დაბრუნდა.  

მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი