ლავროვი დასავლეთს აკრიტიკებს

13 ნოემბერი 2022, 14:18 557 ნახვა

დასავლეთის მიერ  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაცია მიზნად ისახავს  ამ რეგიონში  რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავებას, რაც  რუსეთსა და დასავლელ ლიდერებს შორის ბალიზე დიდი ოცეულის სამიტზე დაპირისპირების საფუძველს ქმნის.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სამიტზე  ლავროვი სათავეში უდგას  რუსეთის დელეგაციას , რომელიც  მსგავს შეხვედრაში პირველად  მონაწილეობს მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

პნომპენში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა დაგმო შეერთებული შტატების  პოლიტიკა  რეგიონში, რომელსაც რუსეთიც და დასავლეთიც პოტენციურ სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ბრძოლის ველად თვლიან.

”ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები ცდილობენ აითვისონ ეს სივრცე”, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი