ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
ფინალში სანდრო იტალიელ ლუიჯი სამელეს დაუპირისპირდა და 15-13 დაამარცხა.
ჩემპიონობამდე სანდრომ 2 ეგვიპტელი, 2 იტალიელ და თითო ფრანგ და სამხრეთ კორეელ მეტოქეებს მოუგო.
ამ წარმატების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში ბაზაძე დაწინაურდა და მსოფლიოს პირველი მოფარიკავე გახდა.