პრემიერი კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ ეგვიპტეში გაემგზავრა

06 ნოემბერი 2022, 18:04 477 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

პრემიერი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი