ორშაბათს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმები ნაწილობრივ პასუხი იყო გასულ შაბათ-კვირას შავი ზღვის ფლოტზე დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე-ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიანიშნა, რომ რუსეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით ექსპორტს,რუსეთი არ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, არამედ აჩერებს მას-აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.ორშაბათს უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 12 გემმა დატოვა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთიშეთანხმებიდან გავიდა. მოსკოვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ნატოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.