რა ხდება უკრაინაში? ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთი უკრაინის მოქალაქეთა იძულებით ევაკუაციას აგრძელებს. ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება კიდევ შვიდი რაიონიდან. სამი დღით ადრე კი სალდომ ხერსონში ევაკუაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. რუსეთი შიშობს, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის მოქალაქეები მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეეცდებიან უკრაინის ძალებისთვის. უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ ქალაქ ხერსონის დასაბრუნებლად.