ფილიპინებში ტროპიკული ქარიშხლის „ნალგას“ შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ძლიერი წყალდიდობა და მეწყრული მოვლენები გამოიწვია. 31 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული, 48 კი - დაშავებულია. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიური უბედურების ზონიდან 170 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „ნალგა“ ფილიპინებში ყველაზე მომაკვდინებელი ციკლონია. ფილიპინებზე ყოველწლიურად საშუალოდ 20 ტროპიკული ქარიშხალია.