უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

18 ოქტომბერი 2022, 10:45 456 ნახვა

დილიდან რუსული საოკუპაციო ძალები  უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.  ქვეყნის  მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებს სარაკეტო დარტყმები მიაქვთ  ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმა დილის 9 საათიდან დაიწყო, აფეთქების ხმა დნეპრის მეორე ნაპირზე ისმოდა.

კიევის რამოდენიმე უბანს ელექტრომომარაგება  შეუწყდა. ხარკოვში სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოჰყვა ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია.ქალაქში გაჩერებულია მეტრო.

სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ჟიტომირის ენერგომომარაგების ობიექტებზე. აფეთქებები ისმოდა  კრივოი როგსა და მიკოლაივშიც.

მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტები მოხვდა ყვავილების ბაზარსა და ორსართულიან სახლს. ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი იპოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი