ტრასი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

18 ოქტომბერი 2022, 10:44 574 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  ლიზ ტრასი გადადგომას არ აპირებს.  ამის შესახებ პრემიერმა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში განაცხადა. ტრასმა ბოდიში მოიხადა ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომისთვის, რამაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია.  

ტრასი აღნიშნავს, რომ ქვეყანა რთულ ეკონომიკურ პერიოდში იმყოფება და ზოგადად მთელი მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ბევრი საერთაშორისო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ენერგომატარებლებზე ფასების შემცირების მიზნით ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ახალი დღის წესრიგი წარადგინა, რომელშიც საუბარია ენერგეტიკული მხარდაჭერისა და ტრასის მიერ შემუშავებული გადასახადების სქემის შემცირებაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი