ხვალ დუდუ დადიანის სახელობის თასის გათამაშება იწყება

12 ოქტომბერი 2022, 17:29 553 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ სეზონს ხვალ, 13 ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალით დაიწყებს და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველ შეხვედრაში „კაკტუსს“ დაუპირისპირდება. ტურნირი  18 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სუპერლიგის თერთმეტივე გუნდი იასპარეზებს. თავდაპირველად მონაწილეები ერთმანეთს ერთ წრეში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. ნახევარფინალური შეხვედრები 16 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 18 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი