ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ  

06 ოქტომბერი 2022, 10:18 512 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ტურნირი საქართველოში მიმდინარეობს.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია იყო, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა და 86:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართველებმა ჩეხეთის ნაკრები 76:0 დაამარცხეს. ფინალში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მოწინააღმდეგე პორტუგალია იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს სძლია. საჩემპიონო მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი