ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მერი შესაბამის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დღეს რიყეთისა და დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა და მათგან სოფლებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ასევე ადგილზე გაეცნო სხვადასხვა ოჯახის საჭიროებებს. გარე განათება, გზების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებას მოსახლეობა ითხოვს.
როგორც მერმა აღნიშნა, რიგი საკითხებისა, რომელიც ადვილად მოგვარებადია და უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, ხოლო ნაწილი პრობლემებისა ასახული იქნება 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში.