აქცია ჰესების წინააღმდეგ

16 იანვარი 2017, 00:00 2380 ნახვა

კომპანია ,,აჭარის წყალი ჯორჯიასა" და ღურტის მოსახლეობას შორის ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოქალქეები აცხადებენ, მათ პასუხი ვერ მიიღეს. ადგილობრივები კომპანიის და სახელმწიფოსგან კომპენსაციის  გაცემას და ჰესების მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ. ღურტაში სახლების დაბზარვას, მეწყრული პროცესების გააქტიურებას და სოფელში წყლების დაშრობას ადგილობრივები გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. მათ დღეს კომპანიიის წარმოამდგენლებთან ერთად, გეოლოგები და ხულოს გამგებლის მოადგილე შეხვდნენ. გეოლოგებმა, ორწლიანი მუშაობის შედეგები გააცნეს. მათი ინფორმაციით, 2014- 2016 წლებში ჰესების მშენებლობის შედეგად გვირაბის ახლოს მცხოვრები 162 ოჯახი დაზარალდა. ღურტის მოსახლეობასთან შეხვდრის შემდეგ აუდიენცია დიაკონიძეების მოსახლეობასთან გაგრძელდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში