ვითარება უკრაინაში

12 სექტემბერი 2022, 14:57 627 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო. გენშტაბის ცნობითვე, ამჟამად ქალაქში რჩება მხოლოდ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიცია“, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთაგან შედგება. დეოკუპირებულ სოფელ კუზემივკას თავზე უკვე აღმართეს უკრაინის დროშა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყება, რომ  რუსეთმა, სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების ოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან გაყვანის ბრძანება გასცა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერაციული მარცხი მიაყენეს, თუმცა მიმდინარე კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი