კანადაში ძებნილი ერთი თავდამსხმელი მოკლული იპოვეს

06 სექტემბერი 2022, 10:05 636 ნახვა

კანადის პოლიციამ  შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ძმიდან  ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვა, მეორე ამ დრომდე  იმალება.  პოლიცია ვარაუდობს, რომ   31 წლის  დემიენ სანდერსი საკუთარმა ძმამ მოკლა, რომელიც მანამდე  ძალადობისთვის იძებნებოდა.

ძმები  სანდერსონები 10 ადამიანის მკვლელობასა და  18-ის დაჭრაში არიან ეჭვმიტანილები. ინციდენტი  სასკაჩევანის პროვინციაში მოხდა, რომელსაც მსგავსი მასობრივი ძალადობა არ ახსოვს. 

პოლიციის განცხადებით,  მსხვერპლთა ნაწილი თავდამსხმელების სამიზნეს წარმოადგენდა, ნაწილი კი შემთხვევით  გახდა მათი მსხვერპლი. მოკლულთა შორის ორი შვილის დედა, 77 წლის ქვრივი და მაშველია. 

პოლიციის რეიდში ასობით სამართალდამცველია ჩართული. პროვინციაში გლოვის ნიშნად დაშვებულია  სახელმწიფო დროშა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი