ბათუმის მერიის თასი ჭადრაკში

01 სექტემბერი 2022, 11:00 679 ნახვა

ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი“ დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს ათი ქვეყნის ოთხასამდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირი საჭადრაკო კლუბ „ნონას“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა.

შეჯიბრებაში ქართველებთან ერთად ყაზახეთის, იტალიის, უკრაინის, ინგლისის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ასპარეზობაში ასევე მონაწილეობდნენ ფიდეს დროშისა და ეგიდით წარმოდგენილი ქვეყნების მოჭადრაკეები.

გუშინ ბათუმის საზაფხულო თეატრში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი