ხულოს მუნიციპალიტეტში წელს ორი ახალი მინი მოედანი მოეწყობა, სამს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მერიის ინფორმაციით, სოფლების პარალელურად სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იალაღებზეც გრძელდება.
მინი მოედანი უკვე მოეწყო კურორტ ბეშუმის მიმდებარე იალაღზე. წელს ხულოს მერია სპორტული მოედნების მშენებლობა - რეაბილიტაციისთვის 300 ათას ლარს დახარჯავს.