საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხა

24 აგვისტო 2022, 20:57 815 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში  ნიდერლანდების ნაკრები თბილისში მიიღო და 11 ქულიანი სხვაობით 77:66 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და პირველი და მეორე პერიოდები ფრედ დასრულდა. საბოლოო ჯამში დიდ შესვენებაზე გუნდები 35:35 გავიდნენ.
მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, თუმცა ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრამვა მიიღო, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა.  

ამის შემდეგ ნიდერლანდებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ბოლოსკენ საქართველოს ნაკრები  ისევ გააქტიურდა და მატჩი 77:66 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამ დროისთვის L ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 8 ქულა. 

უახლესი მატჩი საქართველოს 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიის ნაკრებთან  ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში