საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

24 აგვისტო 2022, 11:18 698 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში  დღეს ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს.

შეხვედრა 24 აგვისტოს ახლადაშენებულ თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველო და ნიდერლანდები  მე-2 ჯგუფური ეტაპზე L ჯგუფში არიან, სადაც ესპანეთი, იტალია, ისლანდია და უკრაინაც მოხვდნენ.

პირველი ეტაპის შემდეგ  3-3 მოგებით ცხრილის სათავეში იტალია, ისლანდია და ესპანეთი ლიდერობენ.  

საქართველოს 2 გამარჯვება აქვს, უკრაინას  1, ხოლო ნიდერლანდები მოგების  გარეშეა.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ზუროსის გუნდი მუნდიალისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს , რადგან  მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში  27 აგვისტოს ბრეშაში იტალიის ნაკრებთან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში