უკრაინაში ომის 156-ე დღეა. სუმის ოლქში ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა 44 საჰაერო იერიში განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი ხარკოვიც, სადაც რუსულმა მხარემ 2 ბომბი ჩამოაგდო, ერთ-ერთი მათგანი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ხერსონის ოლქში რუსულ იერიშს 7 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. 3 ადამიანი დაიღუპა ბახმუტში, დონეცკის გუბერნატორის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
ამასთან, გუბერნატორის თქმით, ამ დრომდე შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა.
კიროგოვრადის ოლქში სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა. გრძელდება იერიშები მიკოლაევსა და დონბასზე.