საბერძნეთში დენის დარტყმით ქართველი დაიღუპა

25 ივლისი 2022, 17:26 916 ნახვა

საბერძნეთში 47 წლის ქართველი კაცი დენის დარტყმის შედეგად, გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. ის ვოლოსის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპული  ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაქირავებული მუშა იყო. ის  სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა. ბერძნული მედიის ცნობით, დაკრძალვის პროცედურების ხარჯები ტექნიკურმა კომპანიამ დაფარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი