ევროპაში ხანძრები და ანომალური სიცხეებია

24 ივლისი 2022, 11:57 913 ნახვა

კუნძულ ლესბოსზე და დადიას ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან.   ადგილობრივმა ხელისუფლებამ კუნძულზე განთავსებულ პოპულარულ კურორტ  ვატერადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო, ასევე, ევაკუირებულია ორი დასახლების მოსახლეობა. ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე სახლი. მის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.

ხანძარს უკვე სამი დღეა, ებრძვიან თურქეთის საზღვართან მდებარე დადიას ეროვნულ პარკშიც. საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, უკვე მეორე წელია, მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. გასულ წელს ხანძარმა მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 121 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ევროპაში ჰაერის არანორმალურად მაღალი ტემპერატურაა. ესპანეთში, ჩრდილში თერმომეტრი ცელსიუსით 45 გრადუს აღწევს, პორტუგალიაში კი 47-ს, ბრიტანელმა მეტეოროლოგებმა ლონდონში ისტორიული მაქსიმალური ტემპერატურა დააფიქსირეს.

ტემპერატურულ რეკორდებს თან ახლავს სიცხისგან ასობით ადამიანის გარდაცვალების შესახებ საგანგაშო მონაცემები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაშია დასახელებული.

ესპანეთში 10-დან 15 ივლისამდე სიცხის გამო დაახლოებით 360 ადამიანი დაიღუპა. 16  სულ კი ევროპაში ანომალურმა სიცხემ ათას 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი