ომის დაწყების დღიდან გაერო-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა.
მისი თქმით, 24 თებერვლის შემდეგ გაერო-მ ქალებზე, ბავშვებსა და მამაკაცებზე იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით ძალადობდნენ. პატენი აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაციაა და რომ ისინი მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავენ.
გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგონების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ.