ევროპაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადასცდა. მაღალი ტემპერატურის გამო არაერთი ქვეყანა ხანძრებს ებრძვის.
რეკორდულად მაღალი სიცხის შედეგად ევროპაში უკვე 1 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ასობით სამხედროა ჩართული.
მეხანძრეები ესპანეთში სხვადასხვა ადგილას გაჩენილი ხანძრის 9 კერის ლოკალიზებას ცდილობდნენ.
ევროკავშირი მძიმე წლის მოლოდინშია, ამისათვის კი დამატებით სახანძრო თვითმფრინავების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.