უკრაინაში ომის 150-ე დღე

23 ივლისი 2022, 11:20 619 ნახვა

უკრაინაში ომის 150-ე დღეა. რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სლავიანსკი. დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაიჭრა მინიმუმ 3 ადამიანი და დაზიანდა 6 ხუთსართულიანი შენობა.

პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს. ასევე, დონეცკზე განხორციელებული ავიაიერიშის დროს 9 ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება მსხვერპლის რაოდენობას მარიუპოლსა და ვოლნოვახაში, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია. ხერსონის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ალყაში მოქცეულმა სამმა ტაქტიკურმა ბატალიონმა, მათ შორის სპეცრაზმელებმა, გამოსასვლელად ე.წ მწვანე დერეფანი მოითხოვეს. უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთი შტურმი მოიგერია სივერსკის მიმართულებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი