ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

16 ივლისი 2020, 11:46 4286 ნახვა

დღეს დილიდან ბათუმის მერიაში შეხვედრა იმართება.  ლაშა კომახიძე, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაშია, მერიის თანამშრომლებს ესაუბრა.

შეხვედრიდან გამოსულებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ბათუმის მერმა მათ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

მათივე თქმით, დაკავებული პოსტიდან მიდის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძე  თანამდებობიდან მიდიოდა, თუმცა ინფორმაცია მერიაში არ დაადასტურეს. მოგვიანებით კი თქვეს, რომ ქალაქის მერი  შვებულებაში გავიდა.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში