ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

01 ივნისი 2025, 09:35 331 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

პარიზულმა გუნდმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა, კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. 

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძის შემდეგ, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი