5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

05 ივნისი 2025, 10:17 173 ნახვა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელა.

ადგილობრივი გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლებისთვის წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა, ასევე ჩატარდა ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება და ეძღვნება წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს. 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია – დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში