კონკურსი აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად

49 წუთის წინ 101 ნახვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსზე  განცხადების მიღება დღეს სრულდება. ამის შემდეგ სამეურვეო საბჭოს დოკუმენტების გადასარჩევად და კანდიდატებთან გასაუბრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

კონკურსის  მოთხოვნების მიხედვით, დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.

დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან  სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში