შეხვედრა თურქეთის დელეგაციასთან

22 ნოემბერი 2025, 19:26 48 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა.

სწორედ იაშარ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა.

დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ორმხრივი შეხვედრაზე, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა.

შედეგად, თურქეთის 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე