სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

06 ივნისი 2025, 12:01 123 ნახვა

რა ვითარება იყო გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ?  ძირითადი მიგნებებს ამ წუთებში დეპუტატებს   სახალხო დამცველი  აცნობს. ლევან იოსელიანმა საანგარიშო პერიოდის შეჯამება კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების  მდგომარეობის დარღვევის შეფასებით დაიწყო,  რაც  ომბუდსმენის  შეფასებით, კვლავ სირთულეებით დაკავშირებულია.

მაგალითად, გასულ წელს სოფელ საბერიოში  5 მცირეწლოვნის გარდაცვალება  დაასახელა, რაც ლევან იოსელიანის თქმით, ადასტურებს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მძიმე ყოველდღიურობას. მისივე თქმით, კვლავ გამოწვევაა  საოკუპაციო ხაზზე დაკავებები და და გახშირებული უკანონო პატიმრობები, ასევე  საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება. 

ირკვევა რომ სახალხო დამცველის აპარატში გასულ წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის  დარღვევის შესახებ  3000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, ცხელ ხაზზე კი ამავე მიზეზით  14 ათას   285    ზარი   დაფიქსირდა. 

როგორც ომბუდსმენი ამბობს გამოვლენილი უფლებრივი მდგომარეობის  დარღვევის აღმოსაფხვრელად 82 რეკომენდაცია გაიცა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ, ასევე მომზადდა 16 სპეციალური ანგარიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში