ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება - მერია

30 მაისი 2025, 11:37 649 ნახვა

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება -  ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქტივობები 11 საათიდან დაიწყება.

"11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.

ჩატარდება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.

გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სახეზე მოხატვა.

ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო სტენდები, გარემო მოირთვება ჰელიუმის ბუშტებითა და ალმებით.

1 ივნისს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი