''ქართული ოცნება'' მიმართავს შსს-ს და იწყებს სამართლებრივ დავას პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სოციალურ ქსელში წარმოებულ ,,სიძულვილის კამპანიაზე”. მათი თქმით, სიძულვილის კამპანია დაფინანსებულია გარედან და არა ერთი მოწოდების მიუხედავად, ამ ფაქტებს ელჩები, დიპლომატები და დონორები არ გმობენ.
''ქართული ოცნების'' წევრ, ირაკლი კირცხალიას თქმით, შეურაცხყოფა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაზეც მისი თქმით, აუცილებელია, სამართალდამცავ უწყებას ჰქონდეს რეაგირება.