პრემიერ-მინისტრს ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

25 ნოემბერი 2025, 11:45 87 ნახვა

საქართველოს პრემიერს ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, ინტერპელაციის საკითხი შეეხება ორ თემას, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ასევე იგლ ჰილს- ის პროექტთან დაკავშირებული.

მისი თქმით, საზოგადოებას ექნება საშუალება პრემიერისგან მოისმინოს რეფორმასა და ინვესტიციაზე განმარტებები. 

ასევე უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმება, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის მიზნით მომზადებული ინიციატივები.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი