ქობულეთის საკრებულოს სხდომა

06 ივნისი 2025, 14:09 245 ნახვა

ქობულეთის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს ახალი წევრის რამაზ მესხიძის უფლებამოსილება ცნეს. იგი გიორგი გოგიტიძის ადგილმონაცვლეა. შეგახსნებთ, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 16-მაისს დატოვა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  პროექტები განიხილეს.

სხდომაზე კითხვები დაისვა ტურისტულ სეზონზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მათ შორის პლაჟებზე პირდაპირი განკარგვის წესით, საიჯარო ფასებთან დაკავშირებით.

ასევე ისაუბრეს ტურისტულ სეზონზე ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი სავაჭრო და კვებითი ობიექტების მოწესრიგების აუცილებლობაზე. ითქვა, რომ ობიექტების იერსახის შესაბამის სტანდარტში მოქცევა  მნიშვნელოვანია, რომ  ქვეითებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. 

საკრებულოს სხდომებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში