იცვლება გენერალური პროკურორის შერჩევის წესი. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. არსებული წესით, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურას არასამთავრობოები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არჩევდნენ, პარლამენტს კი საპროკურორო საბჭო წარუდგენდა.
ახალი წესით კი საბჭოს წევრები თავადვე დაასახელებენ პროკურორობის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით თავადვე გადაწყვეტენ, ვინ წარუდგინონ საკანონმდებლო ორგანოს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.