უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის, გაერთიანების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით - შვეიცარიის საელჩო

06 ივნისი 2025, 11:31 86 ნახვა

შვეიცარიის საელჩო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) შეშფოთებას იწვევს.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში