გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა

12 დეკემბერი 2025, 14:05 102 ნახვა

კენიაში გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების მინისტრების პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც დავით სონღულაშვილი სიტყვით გამოვიდა. თემაზე - „დრო იწურება: გლობალური პლასტმასის ხელშეკრულებაზე შეთანხმების დროა“.

დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მზად არის ეროვნული გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 

ისაუბრა საქართველოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმადაც 2026 წლის იანვრიდან იკრძალება შერჩეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი