სამხრეთ კორეა დედაქალაქ სეულსა და მის შემოგარენში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის შესახებ აცხადებს. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის მეორე ტალღას შემოდგომაზე ან ზამთარში ელოდნენ, თუმცა მათი პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური დისტანციის რეჟიმის დაწესების შესახებ აფრთხილებს, თუ უახლოეს სამ დღეში ახალ შემთხვევათა დღე-ღამური მაჩვენებელი 30 ადამიანს გადააჭარბებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            