მოწყვლადი ჯგუფები ტრანსპორტის მოლოდინში

29 მაისი 2020, 20:35 563 ნახვა

მუნიციპალური ტრანსპორტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ხულოში, მოწყვლადი ჯგუფები.  საუბარია  სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც ბენეფიციარები ქალაქში ღებულობენ.  ერთ-ერთი  მშობელი, რომელიც ორ მცირეწლოვანს  სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის ქალაქ ბათუმში თვეში რამდენჯერმე ატარებს, ირწმუნება, რომ  გადაადგილების პრობლემის გამო შვილებისთვის  ხშირად ვერ ახერხებს თერაპიული კურსის ჩატარებას. 

მშობელი ტრანსპორტის დროული აღდგენის იმედზეა. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ რომ   გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის ბენეფიციარების ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და ამ მიმართულებით მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ. დახმარებისთვის  საჭიროა  ბენეფიციარებმა  მერიას  დროულად მიმართონ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში