ქედელი ფერმერები ზარალზე საუბრობენ

28 მაისი 2020, 20:12 1698 ნახვა

ვიდრე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აღდგება, ქედაში ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. დაწესებული შეზღუდვების გამო ფერმერებისთვის, ხარჯები გაიზარდა. მარწყვის მოსავლის ტრანსპორტირებისთვის ისინი ავტომობილებს ქირაობენ და მოსავალი ქალაქში ასე ჩააქვთ.

ფერმერები ამბობენ, რომ პროდუქციის საფასური ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ამასთანავე მარწყვის მალფუჭებადი თვისებიდან გამომდინარე, ასევე აუცილებელია მისი დროული ტრანსპორტირება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, მზად არიან მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე მოსახლეობას პროდუქციის ბათუმში ჩამოტანაში დაეხმარონ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში