გზის რეაბილიტაციის პრობლემა ჩაქვში

26 მაისი 2020, 18:39 3142 ნახვა

ჩაქვში სოფელ დავითურის  მოსახლეობა წლებია სოფლამდე მისასვლელ გზაზე  ასფალტის საფარის  დაგებას ითხოვს. დაახლოებით სამ კილომეტრიანი  გზის მხოლოდ  გარკვეულ მონაკვეთზეა  ბეტონის საფარი დაგებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, უხვი ნალექის დროს   გზა იტბორება და რთულდება   გადაადგილება. 

სოფელში  მისვლა უჭირთ  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებსაც.   გზის ამ  მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება. უწყებაში აცხადებენ, რომ წელს  გზის 300 მეტრიან   მონაკვეთზე  ბეტონის საფარს  დააგებენ.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში