სამრევლო ტაძრებში სააღდგომო მსახურება დილის 7 საათზე დაიწყება - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

15 აპრილი 2020, 23:54 2005 ნახვა

აჭარის მაუწყებლის გადაცემის "თავისუფალი სივრცის" ს სტუმარი იყო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი, რომელმაც სააღდგომო მსახურების ჩატარების შესახებ, ეპარქიის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით,მრევლის გარეშე მას დაესწრებიან სასულიერო პირები და მონაზვნები. მიტროპოლიტი დიმიტრი წირვას აღავლენს სამების მონასტერში, საიდანაც პირდაპირი ეთერით იქნება წირვა გადმოცემული.

"ყველა სამრევლო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდატის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ კანონის დარღვევა" - ამბობს დეკანოზი

მისივე თქმით მრევლი შეძლებს დილის 7 საათზე დაესწრონ მსახურებას დისტანციის დაცვით და ყველა იმ რეკომენდაციების დაცვით გათვალისწინებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვკარნახობს. ტაძარში წესრიგს კი, სამღვდელოება და სტიქაროსნები გააკონტროლებენ.

დეკანოზი ასევე სთხოვს მრევლს თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან. მიცვალებულთა სახელები მიაწოდონ თავიან სულიერ მოძღვრებს და ისინი აღდგომის შემდეგ მიცვალებულ ხსენების დღეს მოიხსენიებენ. ვისაც მოძღვარი არ ჰყავს შეუძლია, საკათედრო ტაძრის ფეისბუქ გვერდზე მიწერონ, მათი მიცვალებულების სახელები, რომლებიც არიან მართლმადიდებლურად მონათლულები.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში