თაგოს ბაგირის შესაკეთებლად საკრებულომ თანხა დაამტკიცა

28 თებერვალი 2020, 11:07 1716 ნახვა

თაგოს ბაგირგზის  შეცვლისა და  სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 124 ათას 724 ლარი დაიხარჯება.  საკითხი ხულოს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხს მხარი დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამაც.

ირაკლი  ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ  პროცედურები გაიწელა.  მმართველ გუნდში კი  განმარტეს,  რომ  საქმე საკმაოდ რთულ სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც სამართლებრივად ბევრ  პროცედურას მოითხოვს, ამიტომაც სატენდერო პროცედურები გაიწელა.

ამის გარდა  საკრებულოს წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტში პირველ შესატან ცვლილებებს და განყოფილებების სახელწოდებების  შეცვლას  მხარი დაუჭირეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი