ახალ ბანძუკეში ტოჩინოშინი სამი საფეხურით ჩამოქვეითდა

25 თებერვალი 2020, 10:22 1387 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე  გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რიკიშები მარტის თვეში ჰარუ ბაშოზე ოსაკაში იასპარეზებენ. 

ახალ ბანძუკეში ტოჩინოშინი სამი საფეხურით
ჩამოქვეითთა  და დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას პოზიცია დაიკავა. 

თუ 32 წლის ლევან გორგაძე ბაშოს დაწყებამდე ტრავმების მოიშუშებს  და ფორმაში ჩადგომას შეძლებს, კარგი შანსი აქვს  ტურნირი კარგი ბალანსით დაასრულოს.

ჰარუ ბაშოზე ლევანს შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ მებრძოლებთან მოუწევს დაპირისპირება.

თეიმურაზ ჯუღელი მაკუშიტას დივიზიონში კი 35 საფხურით დაქვეითთდა.

გაგამარუ, რომელიც მუხლების ტრავმის გამო წინა ბაშოდან  ნაადრევად მოეხსნა, ვერცერთი ბრძოლის მოგება ვერ შეძლო.
ახალ რეიტინგში მაკუშიტაში ჯუღელს დასავლეთის 44-ე ნომრის პოზიცია უკავია. 

ტრავმების მხრივ გაგას ისევ მძიმე მდგომარეობა აქვს და შესაძლოა, ვერც ოსაკას ტურნირზე შეძლოს გამოსვლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში