ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა

11 იანვარი 2020, 21:06 7210 ნახვა

ავარია იყო დაბა ხულოში, ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. ტრანსპორტში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის სამი ბავშვი და დედ-მამა.

ბავშვები  მოტეხილობებით ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მიიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს მედიკოსები საოპერაციოდ ამზადებენ. ორი მოზარდი კი ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

რაც შეეხება სხვა მგზავრებს,  უფროსებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში