სოციალური სახლის პროგრამა ქედაში

28 იანვარი 2025, 20:01 728 ნახვა

ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის“ფარგლებში ქედაში დასრულებული საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ აგოთაში ექვს წევრიან ოჯახს, ხის ძველი ფიცრულის ნაცვლად, ახალი ერთსართულიანი სახლი აუშენდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა.
ამ პროგრამით გასულ წელს კიდევ სამი საცხოვრებელი აშენდა. ერთ სართულიანი, დაახლოებით 60 კვადრატი ქვის საცხოვრებლებისთვის ბიუჯეტიდან 307 ათას 792 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს პროგრამა ისევ გაგრძელდება და პირველ ეტაპზე სამი, საცხოვრებელი აშენდება. ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა ქედის მერიამ 2019 წელს აამოქმედა და დღემდე სულ 18 თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი აშენდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში