ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია

19 მარტი 2025, 17:54 284 ნახვა

ქედის მერიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს დაბა ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, კაპიტალური რეაბილიტაცია, როგორც ინტერიერის, ასევე გარე ფასადის ახლით შეცვლა.
მოეწყობა ახალი სცენა, დამონტაჟდება ახალი ხმის და განათების ტექნიკა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი ელექტროგაყვანილობით, სავენტილაციო, გათბობა/გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კულტურის ცენტრი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
რეაბილიტაციისთვის ჯამში 4 მილიონ 652 ათას 40 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წლისთვის ერთი მილიონი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ათვისება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მომავალი წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში