ვითარება მაღალმთიან აჭარაში

26 თებერვალი 2025, 11:50 110 ნახვა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფელში 2 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბაში 1 მეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების წმენდის პროცესს თემის ცენტრამდე მისასვლელ გზებზე აგრძელებს.

სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის მერიების სპეც ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

როგორც უწყებებში ამბობენ სამუშაოებს ქარი და თოვა ართულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი